ჩვენ შესახებ

        ლითონის ინდუსტრიაში ჩვენი გუნდის მუშაობის 15 წლიანი გამოცდილების საფუძველზე დაარსდა კომპანია „ივერიასთილი“.  დაარსების დღიდან ღირსეულად ინარჩუნებს წამყვან პოზიციას სამშენებლო სექტორში.

       ,,ივერისთილი“-ს წვლილი უდიდესია ქართულ მეტალურგიაში.კომპანია დაკავებულია შავი და ფერადი ლითონის ნარჩენების შეგროვებით.ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია შავი ლითონის (ჯართის) ისეთ მეტალურგიული ქარხნებისთვის,  როგორიც არის:

  • რუსთავის მეტალურგიული ქარხანა „ჯეოსთილი’’.
  • ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა ,,ამბიკონ სტილსი“ 

 2020 წელს კომპანია ,,ივერიასთილი’’- ს დამფუძნებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება:შავი ლითონის მიმღებ ბაზებზე მოეხდინათ აღნიშნული ქარხნების წარმოებული არმატურის რეალიზაცია.თითოეული თქვენგანის მიერ შავი და ფერადი ლითონის ნარჩენების ჩაბარებით და არმატურის შესყიდვით,თქვენ ხდებით თანამონაწილე ქართული მეტალურგიის აღორძინების.
      კომპანია ასევე დაკავებულია გლინულის და გამომწვარი მავთულის იმპორტითა და რეალიზაციით. აღნიშნული პროდუქცია სრულ შესაბამისობაშია სამშენებლო სფეროში დადგენილ  სტანდარტებთან. 

ჩვენი უპირატესობა:

  • ხარისხიანი პროდუქტი
  • სტაბილურობა
  • სწრაფი მომსახურება
  • საუკეთესო ფასი არმატურაზე
  • საუკეთესო ფასი შავი და ფერადი ლითონის შესყიდვაზე.

პარტნიორი ორგანიზაციები:

  • შ.პ.ს ,,კაპა ჯგუფი“ გლინულას (კატანკა)  და გამომწვარი მავთულის იმპორტიორი კომპანია.
  • შ.პ.ს ,,ალუტექ ვესთ ჯორჯია’’ ლიდერი ალუმინის და მეტალოპლასმასის კარ-ფანჯრის წარმოებაში.
  • ,,K3’’სამშენებლო კომპანია.

აგრეთვე, სხვა მრავალი კომპანია,რომელთა მიერ საქართველოს მაშტაბით განხორციელებულია არაერთი მსხვილი სახელმწიფო და კერძო ინფრასტრუქტურული პროექტები.

      ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და პასუხისმგებლობის მქონე კადრებით. „ივერიასთილი“ შრომით   ბაზარზე აქტიური დამსაქმებელია და ამ ეტაპზე კომპანია ასაქმებს  50 თანამშრომელს.

   კომპანიის  მიზანია უწყვეტი ზრდა ბიზნეს პროცესებში და ასევე წამყვანი პოზიციიების შენარჩუნება სამშენებლო სექტორში.პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება,რომელიც დაფუძნებულია სტაბილურ თანამშრომლობაზე,სანდოობასა და ხარისხზე.