არმატურა –  ქართული 

არმატურა

კომპანია ივერიასთილი გთავაზობთ ფოლადის სამშენებლო მასალებს, მათ შორის არის უმაღლესი ხარისხის ქართული არმატურა

ჩვენ  ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ინდუსტრიულ სექტორთან, რომლებსაც მაღალი მოთხოვნები აქვთ დაწესებული სამშენებლო მასალის ხარისხის მიმართ – შესაბამისად, ჩვენი პროდუქტი ხარისხის სტანდარტებს მაქსიმალურად აკმაყოფილებს.

რა არის არმატურა?

როდესაც საქმე ცემენტის ან ბეტონის კონსტრუქციას ეხება, არმატურა შეუცვლელი სამშენებლო მასალაა.

არმატურის გამოყენება ნაგებობის გამძლეობის ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

არმატურა ფოლადის პროდუქტია. ბეტონის კონსტრუქციას, როგორც წესი, ახასიათებს ბზარების გაჩენა.

არმატურის გამოყენება საშუალებას გვაძლევს შევამციროთ ამ ბზარების რაოდენობა, გავრცელების არეალი და მოცულობა.

ეს მასალა, ასევე, სტრუქტურულად აძლიერებს ნაგებობას.

რატომაა არმატურა მნიშვნელოვანი?

არმატურის გამოყენებით ჩვენ რამოდენიმეჯერ ვამცირებთ შენობის ნგრევის რისკს.

ეს მასალა მდგრადია კოროზიის მიმართ. ამ ფუნქციებს არმატურა გაცილებით უკეთ ასრულებს, ვიდრე ფოლადის მავთულები, გამაძლიერებელი მინაბოჭკოვანი მასალა და სხვა მრავალი პროდუქტი ბაზარზე. რატომ?

რადგან ის თავისთავად უზრუნველყოფს სტრუქტურულ სიმტკიცეს.

არმატურის ტიპები

ბაზარზე რამდენიმე განსხვავებული ტიპის არმატურაა წარმოდგენილი:

ნახშირის არმატურა

დაბალი ფასითა და მაღალი გამძლეობით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ ის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული მასალაა ბეტონის კონსტრუქციებში.

გალვანური არმატურა

გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს კოროზიის საფრთხე. ასეთი არმატურა რამდენჯერმე მუშავდება და იფარება თუთიით.

განასხვავებენ თუთიით ცივ დაფარვას, ცხელ დაფარვას ან ელექტროპლატაციას. თუთია უზრუნველყოფს ფოლადის დამცავ ბარიერს.

ანტი-კოროზიული ეფექტი აქვს უჟანგავი ფოლადის არმატურასაც, რომელიც გალვანურ არმატურაზე ძვირია და მხოლოდ მაშინ გამოიყენება, როდესაც თუთიით დაფარული მასალის გამოყენება დაუშვებელია რაიმე მიზეზის გამო.

კოროზიულ გარემოში კიდევ ერთი, თანამედროვე ალტერნატივაა ეპოქსიდური დაფარვის მქონე არმატურა. ამ მასალის გამოყნება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ მისი საფარის დაზიანების რისკი არსებობს. ეპოქსიდური საფარის დაზიანება თავისთავად გამოიწვევს ფოლადის კოროზიით დაზიანებას.

ამას გარდა, არმატურა განსხვავდება ზომების მიხედვითაც. სხვადასხვა ზომის არმატურა სხვადასხვა სიმძლავრის დატვირთვას უძლებს.

როგორც ხედავთ, არმატურა საკმაოდ მნიშვნელოვარ როლს ასრულებს მშენებლობის პროცესში. როდესაც ცემენტის ან ბეტონის კონსტრუქციებთან მუშაობთ, აუცილებელია ზუსტად იცოდეთ, რომელი ტიპის და ზომის არმატურა იქნება ყველაზე ეკონომიური და ამავდროულად ეფექტური გადაწყვეტილება.

ივერიასთილის გუნდი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებიან.

ივერიასთილი აწარმოებს:

  • armatura – გამოიყენება რკინაბეტონის კონსტრუქციებისათვის. ზომები  (8 მმ-დან – 32 მ-მდე)
  • გლინულა (კატანკა) – გამოიყენება საყალიბე ხამუთების დასამზადებლად. ზომები ( 5,5 მმ; 6 მმ; 6,5 მმ და  8 მმ)
  • გამომწვარი მავთული გამოიყენება კარკასული მშენებლობისთვის.ზომები (1,2 მმ; 1,6 მმ; 3 მმ; 4მმ; 5მმ)

საუკეთესო ხარისხის ქართული მეტალის ბაზა.

საკონტაქტო ინფორმაცია

 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
551 02 06 04
sales@iveriasteel.ge
 

პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ შემდეგ ობიექტებზე:

  • თბილისი, სამგორის ქუჩა №10;
  • ქუთაისი, გუგუნავას №10;
  • ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის №140;
  • სამტრედია, აღმაშენებლის #190.